• September

    24

    2024
  • 63
  • 0
რატი იონათამიშვილი – მოღალატეა, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, პოლიტიკური „ენჯეოებისგან“ ეს არ გვიკვირს, მზაკვრულ გეგმას ვერ განახორციელებენ

რატი იონათამიშვილი – მოღალატეა, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, პოლიტიკური „ენჯეოებისგან“ ეს არ გვიკვირს, მზაკვრულ გეგმას ვერ განახორციელებენ

მოღალატეა და ქვეყანას ღალატობს ის, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს. პოლიტიკური „ენჯეოებისგან“ ეს არ გვიკვირს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს.

რატი იონათამიშვილის თქმით, ქვეყნის წინააღმდეგ ამ მზაკვრულ გეგმას ვერ განახორციელებენ.

„ეს ადამიანები ოცნებობენ, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. ცხადია, ქვეყნის წინააღმდეგ ამ მზაკვრულ გეგმას ვერ განახორციელებენ. ამით მხოლოდ ბუმერანგის ეფექტს მიიღებენ, რისი შედეგიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დადასტურდება. სინამდვილეში, ესენი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, არიან პოლიტიკური „ენჯეოები“, რომლებიც უფრო რადიკალური პოლიტიკური პარტიები არიან, ვიდრე თავად პარტიები. ისინი ქვეყანაში უკიდურეს რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ახორციელებენ. იმ კასტას წარმოგვიდგენენ, რომლებიც ქვეყანაში არეულობის და ქაოსის შემოტანას ცდილობენ, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ხელს მოითბობენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor