• September

    21

    2023
  • 101
  • 0
კრემლის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

კრემლის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის ცნობით, ილჰამ ალიევმა ბოდიში მოიხადა და სამძიმარი გამოუცხადა ვლადიმირ პუტინს 20 სექტემბერს „ყარაბაღში რუსი სამშვიდობო კონტინგენტის სამხედროების ტრაგიკულად დაღუპვის გამო“.

საუბრისას აღინიშნა, რომ ჩატარდება დეტალური გამოძიება და ყველა დამნაშავეს სათანადო სასჯელი დაეკისრება. ამ საკითხზე ორი ქვეყნის გენერალური პროკურორები მჭიდრო კონტაქტზე არიან. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, მატერიალური დახმარება აღმოუჩინოს დაღუპულთა ოჯახებს.

ამასთან, სატელეფონო საუბრისას ორივე მხარემ აღნიშნა ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების ხელშეწყობით მიღწეული საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა. კრემლის ინფორმაციით, ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალაქ ევლახში რუსული მშვიდობისმყოფელი კონტინგენტის წარმომადგენელთა თანდასწრებით აზერბაიჯანისა და ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენელთა კონტაქტების დაწყებას.

ამას გარდა, კრემლის ცნობით, პუტინმა და ალიევმა განიხილეს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების ნაბიჯები. პუტინმა ხაზი გაუსვა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. აზერბაიჯანულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, ითანამშრომლოს ამ საკითხებში რუს მშვიდობისმყოფელებთან.

მხარეები შეთანხმდნენ, გააქტიურონ სამუშაო 2020-2022 წლის სამმხრივი შეთანხმებების ფარგლებში, კერძოდ, სატრანსპორტო კავშირებით განბლოკვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მომზადების კუთხით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor