• September

    28

    2024
  • 64
  • 0
ნიუ იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ნიუ იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo&Partners ორგანიზებით, ქალაქ ნიუ იორკში გამართულ ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას 400-მდე ღვინის პროფესიონალი, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება მოიცავდა დეგუსტაციასა და მასტერკლასს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო, მიეღოთ ინფორმაცია ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის და თანამედროვე განვითარებული ინდუსტრიის შესახებ.

„მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვებს ზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციას. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება“, – ნათქვამია ღვინის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor