• September

    29

    2024
  • 82
  • 0
აშშ-ში  ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა

აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში ქარიშხალ „ჰელენისგან“ გამოწვეულ ძლიერ ქარსა და კოკისპირულ წვიმას, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის გამო თითქმის 3.5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„ჰელენისგან“ გამოწვეულმა ძლიერმა ქარმა, წვიმამ, წყალდიდობამ და ტორნადომ, შეერთებულ შტატებს, სავარაუდოდ, მილიარდობით აშშ დოლარის ზარალი მიაყენა, დანგრეულია ცენტრალური უბნები, გზატკეცილები და დიდი რაოდენობით სახლები და ორგანიზაციების შენობები.

„თითქოს ბომბი აფეთქდა“, – განაცხადა ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა, ბრაიან კემპმა მიყენებულ ზიანზე კომენტირებისას.

AccuWeather-ის მთავარი მეტეოროლოგის, ჯონათან პორტერის შეფასებით, ქარიშხლისგან გამოწვეული ზარალი, დაახლოებით, 95-110 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს რაც მას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ზარალის გამომწვევ ქარიშხლად აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში.

შეგახსენებთ, მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი „ჰელენი“ ფლორიდის ბიგ-ბენდის რეგიონს ხუთშაბათს დაარტყდა თავს. ფლორიდაში ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 225 კმ/სთ-ს მიაღწია, მას შემდეგ ქარიშხალი „ჰელენი“ შესუსტდა და ახლა მისი დონე პოსტ-ტროპიკულია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor