• September

    29

    2024
  • 73
  • 0
გურამ მაჭარაშვილი – ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, ამავდროულად, დაანონსება, რომ გვინდა შერიგება აფხაზ და ოს ძმებთან, არის საფუძველი, რომ მივაღწიოთ მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

გურამ მაჭარაშვილი – ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, ამავდროულად, დაანონსება, რომ გვინდა შერიგება აფხაზ და ოს ძმებთან, არის საფუძველი, რომ მივაღწიოთ მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, ამავდროულად, დაანონსება, რომ გვინდა შერიგება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, არის ზუსტად იმის საფუძველი, რომ მივაღწიოთ მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის სანუკვარი ქართული ოცნება საქართველოს საზოგადოებისთვის.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იმდენად ქართული ოცნებაა, რომ ჩვენ მივესალმებით განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არ ჩაერევა ქართულ აფხაზურ და ქართულ ოსურ ურთიერთობებში, თუმცა ეს განცხადება დამაჯერებელი გახდება, თუ რუსეთი გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს და თავის ჯარებს გაიყვანს საქართველოს ტერიტორიიდან. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, ამავდროულად, დაანონსება, რომ გვინდა შერიგება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, არის ზუსტად იმის საფუძველი, რომ მივაღწიოთ მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომელიც არის სანუკვარი ქართული ოცნება საქართველოს საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor