
თუკი, რუსეთი ამის წინააღმდეგი არაა, უკეთესი შანსი რა უნდა იყოს ? ბოდიში კი, არ ნიშნავს რაიმეში დანაშულის აღიარებას, ბოდიში არის ხელის გაწოდება, ჟესტი შერიგებისა და მშვიდობისთვის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით.
მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.
არავინ ამბობს, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტი არაა, მაგრამ როცა მტრისა და შენი ინტერესები გარკვეულ მომენტში ერთმაენთს ემთხვევა, არ იქნება გონივრული ხელი ჰკრა ისეთ წინადადებას, რომელიც ამდენი ხნის ნანატრი შერიგებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შანსს თუ იძლევა.
რა თქმა უნდა, სწორად განაცხადა „ქართული ოცნების„ დამფუძლებელმა ბიძინა ივანიშვილმა, ბოდიში უნდა მოვიხადოთ. ბოდიში არ ნიშნავს რაიმეში დანაშულის აღიარებას, ბოდიში არის ხელის გაწოდება, ეს არის ჟესტი შერიგებისა და მშვიდობისთვის. იმის მინიშნება, რომ ჩვენ არ ვაპირებთ და არ გვინდა ომი ჩვენს ძმებთან – აფხაზებთან და ოსებთან და თუ მათი მთავარი მოკავშირე – რუსეთი ამის წინააღმდეგი არაა და ამას დეკლარირების დონეზე ხმამაღლა აცხადებს, უკეთესი შანსი რა უნდა იყოს ?
,,რუსეთი მზადაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში დაეხმაროს. დამერწმუნეთ, ეს ასეა. ახლა ჯერი თქვენზე და ხელისუფლებაზეა”,-გვარწმუნებს წყარო.
ეს არაა „ბაბას“ დაძახება „ჩრდილოელი დათვისთვის“, ეს არის პოლიტიკა, დიპლომატია და ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, ე.წ. პირღია ვეშაპების წინაშე, როგორც ნაცარქექია, ბრძნული ქართული ზღაპრიდან, მხოლოდ დიპლომატიით გადარჩება.
ქეთი ხომერიკი
,,Geo News”





