
თბილისი სახალხო დღესასწაულს თბილისობას ზეიმობს
თბილისი სახალხო დღესასწაულს თბილისობას ზეიმობს. ორი დღის განმავლობაში გასამართი ღონისძიებების პროგრამა და ჩამონათვალი მრავალ ფენოვანია. გასამართი ღონისძიებების მთავარი ეპიცენტრი წელსაც რიყის პარკი და ორბელიანის მოედანია, სადაც უკვე მოწყობილია ინსტალაციები და დეკორაციები,.
ასევე ეწყობა გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. პარალელურად უკვე მოწყობილია, სამეწარმეო მარკეტები და ღია კინო თეატრები.
გუშინ საღამოს კი, ტრადიციულად დედაქალაქის მერი კახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.
ღონისძიებების კიდევ ერთი ლოკაცია აბანოთ უბანია, სადაც არა ერთი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის საბავშო აქტივობები.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





