• October

    7

    2024
  • 74
  • 0
სწორედ იმისთვის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და ქვეყანა მის წინაშე არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს მმართველი პარტიის გამარჯვება აუცილებელი და გარდაუვალია !

სწორედ იმისთვის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და ქვეყანა მის წინაშე არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს მმართველი პარტიის გამარჯვება აუცილებელი და გარდაუვალია !

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ,,ქართული ოცნების” მისამართით დასავლეთის რიტორიკა სულ უფრო მკაცრდება. იმ დასავლეთის რომელიც, გადამწყვეტი არჩევნების წინ დესტრუქციული ოპოზიციის მთავარი დასაყრდენია. სწორედ გაკეთებული განცხადებებით გამოაშკარავდა, რომ დასავლეთი, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბრობს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეშად ერევა.

,,ქართული ოცნების” ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის ტონიც საკმაოდ მწვავეა. დასავლეთის გარდა შტატების მთავარი მიზანი მმართველი გუნდის პოლიტიკის შეცვლა და ქვეყანაში კოლექტიური ,,ნაცმოძრაობის,, დაბრუნებაა.

არა ერთი გამოწვევების ფონზე მმართველ პარტიას უწევს გაუმკლავდეს რადიკალებს და მათ სიცრუეს, რომელსაც ისინი მათი კონტროლირებადი მედია საშუალებებით აკეთებენ. არც ერიდებიან და ღიად აცხადებენ, რომ ისინი არა არჩევნებისთვის არამედ, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან. თუმცა რადიკალების გეგმას განხორციელება არ უწერია, რადგან ,,ქართული ოცნების” გაცხადებული პოლიტიკა, რაც მშვიდობას გულისხმობს, ამის მთავარი გარანტია.

ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს განაგრძობს სალომე ზურაბიშვილიც, რომლის მხრიდან მმართველი გუნდი თავდასხმის სამიზნე არა ერთხელ გამხდარა. არ ან ვერ იაზრებს პრეზიდენტი მის კონსტიტუციურ უფლებას, რომელსაც ასე უხეშად არღვევს. და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა წლების მანძილზე ,,ქართული ოცნების” სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ აიცილა მეორე ფრონტი, გაიზარდა ეკონომიკა და სამუშაო ადგილები.

სწორედ იმისთვის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და ქვეყანა ეროვნულთან ერთად მის წინაშე არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს მმართველი პარტიის გამარჯვება აუცილებელი და გარდაუვალია.

ირაკლი გუნია

,,Geo News”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor