• September

    23

    2023
  • 153
  • 0
ალექსანდრე რაქვიაშვილი : ამ ვითარებას თუ პოლიტიკურად შევხედავთ, ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქედ დატოვება აჩენს რისკებს სანქცირების ნაწილში. „ქართულ ოცნებას“ თუ უნდოდა, სწრაფად დაემთავრებინა ეს სიტუაცია

ალექსანდრე რაქვიაშვილი : ამ ვითარებას თუ პოლიტიკურად შევხედავთ, ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქედ დატოვება აჩენს რისკებს სანქცირების ნაწილში. „ქართულ ოცნებას“ თუ უნდოდა, სწრაფად დაემთავრებინა ეს სიტუაცია

პრეზიდენტის დისკრეციაა, რომ ასე მოიქცეს, მაგრამ რა კავშირშია, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქედ დაისჯება თუ რუსეთის, არ ვიცი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„სამართლებრივად რა მიზეზი აქვს, არ მესმის, მაგრამ პოლიტიკურად შეიძლება. ამ ვითარებას თუ პოლიტიკურად შევხედავთ, ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქედ დატოვება აჩენს რისკებს სანქცირების ნაწილში. „ქართულ ოცნებას“ თუ უნდოდა, სწრაფად დაემთავრებინა ეს სიტუაცია და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გამოსულიყო, რადგან მოიხსნებოდა საკითხები შესაძლო შემდგომი სანქცირების, იმიტომ, რომ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა და სანქციების ნაწილი არ ვრცელდება, ეს რისკი რჩება და, შესაძლოა, ასე პრეზიდენტმა უპასუხა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც პრობლემა ვერ მოეხსნა და, შესაძლოა, ნერვიულობა გააგრძელონ. მგონი, ამ შემთხვევაში კანონი არ ირღვევა, მაგრამ ამაზე იურისტებმა იმსჯელონ, უკეთესია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor