• October

    7

    2024
  • 83
  • 0
7-8 ოქტომბერს საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, 9 ოქტომბერს კი სინოპტიკოსები თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

7-8 ოქტომბერს საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, 9 ოქტომბერს კი სინოპტიკოსები თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, შემდეგ კი გამოიდარებს და ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება.

თბილისში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 ოქტომბრის დილამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. შემდგომში გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9 ოქტომბრის დილამდე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +24 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 8 ოქტომბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, + 29 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 8 ოქტომბერს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +25 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი იქნება.

 

 

ამინდი

საზოგადოება

ამინდი

წვიმა

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor