• October

    21

    2024
  • 91
  • 0
ექსკლუზივი : უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს მომავლისთვის არსებობს

ექსკლუზივი : უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს მომავლისთვის არსებობს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის ინფრასტრუქტურით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საზოგადოებისთვის ცნობილი ისეთი პედაგოგიური კოლექტივით გამოირჩევა, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო დიდი და ეკონომიურად მძლავრი ნებისმიერი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელს რომ დაამშვენებდა. მაგრამ ყველაფერ ამას სჭირდებოდა შექმნა, ხანგრძლივი, დაუღალავი შრომა და ავტორიტეტი.

უნივერსიტეტი 1992 წელს თანამოაზრეებთან ერთად პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორმა მამუკა თავხელიძემ დააარსა.

ბატონ მამუკას დიდი პედაგოგიური გამოცდილება აქვს, თუმცა ის წარმატებული აღმოჩნდა ორგანიზაციის მართვის საქმეშიც და აღსანიშნავია, რომ სხვა პატივსაცემ რეგალიებთან ერთად 2013 წელს წლის რექტორადაც დასახელდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც, ძველი ქართული სიბრძნის არ იყოს, საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ და სხვის თვალში ბეწვს ეძებენ.

…მაგრამ ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც.

გრძელია უნივერსიტეტის მიერ გავლილი გზა 1992 წლიდან და ამას ამ პატარა სიუჟეტში ვერ ჩავტევთ, თუმცა, შევეცდებით, განვიხილოთ ის საქმიანობა, რომელსაც თანამედროვე გამოწვევების ფონზე ეწევა უნივერსიტეტი დღეს.

მამუკა თავხელიძე: თანამედროვე საზოგადოებას ინფორმაციულ საზოგადოებას უწოდებენ, ხოლო თანამედროვე ეკონომიკას – ცოდნის ეკონომიკას. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს, განათლების დონეა განმსაზღვრელი ახალგაზრდა კაცის ხვალინდელი დღისა. განათლება გახლავთ სწორედ სოციალური მობილობის მამოძრავებელი ენერგია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განათლების დონის შესაბამისად, ადამიანი შეიძლება დაბალი სოციალური ფენიდან მაღალ ფენაში აღმოჩნდეს და პირიქით. ამის კონკრეტული მაგალითი ბევრია ჩვენს ყოფაში. ამიტომ უაღრესად აქტუალურია დილემა – რომელ უმაღლეს სასწავლებელს დაუკავშიროს ახალგაზრდამ საკუთარი ბედი ? რომელი სასწავლო დაწესებულება მისცემს ისეთ ცოდნას, რითაც შეძლებს სრულად დააკმაყოფილოს შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნა და ღირსეული ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში ?

ამ მხრივ ნამდვილად გვაქვს საამაყო. მარტო ის რად ღირს, რომ იუნესკოს განათლების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკვლევით, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით, ჩვენი უნივერსიტეტი საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა შორის პირველ ხუთეულში დასახელდა, ხოლო 2006 წელს საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვის ანგარიშის მიხედვით, ჩვენი უნივერსიტეტი, კურსდამთავრებულთა სალიცენზიო გამოცდების შედეგებით, პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

უფრო მეტიც, ჩვენ სტუდენტებს, რომლებიც საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში ამთავრებენ პროგრამულ ციკლს, იქვე სთავაზობენ სამუშაოს. ამის ნათელი მაგალითია დათო კვინიკაძე, რომელმაც ქართულ-ბრიტანულ-უნგრული პროგრამის ფარგლებში დაასრულა სამაგისტრო კურსი ბუდაპეშტში და ინგლისის ტელესაკომუნიკაციო კომპანიაში მიიწვიეს სამუშაოდ.

ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი იყო და არის სწორად შერჩეული აკადემიური გუნდი, რომელიც ეფექტიანად მუშაობს სტუდენტებთან. თეორიისა და პრაქტიკის ისეთი შერწყმა, რომელიც სტუდენტს უნივერსიტეტის კედლებშივე ჩამოუყალიბებს პროფესიულ უნარ-ჩვევებს, ისეთი მექანიზმების შექმნა, რომელიც „აიძულებს” სტუდენტს, ისწავლოს. ჩვენი მთავარი პრინციპია _ „თითოეული სტუდენტისაგან შესაძლებლობის მაქსიმუმი, თითოეულ სტუდენტს მხარდაჭერის მაქსიმუმი“, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს შრომის ბაზრისთვის მაღალი ხარისხის სპეციალისტების მომზადებას და თუ უფრო ღრმად გაეცნობით ჩვენს საქმიანობას, დარწმუნდებით, რომ GRUNI ნამდვილ პროფესიონალებს ზრდის.

,,GEO-NEWS”მომავალ პროფესიონალებზე ვსაუბრობთ და ისინი არ უნდა იყვნენ, ასე ვთქვათ, ცალკე. დამეთანხმებით, ყველა საქმე კეთდება კონსოლიდაციით, მეგობრულ ურთიერთობებთან ერთად ?

რა თქმა უნდა. ჩვენ, სტუდენტებთან, ასე ვთქვათ, ვთანამშრომლობთ. ყველანი თანასწორები არიან. არ გვყავს და არც შეიძლება გვყავდეს „განსაკუთრებული“ სტუდენტები. ამას ჩვენთან არსებული სისტემა თავისთავად გამორიცხავს. შექმნილი გვაქვს და მოქმედებს უკუკავშირის მექანიზმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს პულსზე გვედოს ხელი და დინამიკაში განვსაზღვროთ უნივერსიტეტის ძლიერი და სუსტი მხარე. ყველა სტუდენტს აქვს უფლება თავად შეაფასოს უნივერსიტეტისა და ცალკეული ლექტორის საქმიანობა, გამოთქვას საკუთარი სურვილები თუ პრეტენზიები, უფრო მეტიც, სტუდენტებს ბარიერის გარეშე შეუძლიათ მობრძანდნენ რექტორის ოფისში და პრივატული საუბარი გამართონ ჩემთან ნებისმიერი საკითხის გარშემო. არ მახსენდება შემთხვევა, სტუდენტის თხოვნა მის სასარგებლოდ არ გადაგვეწყვიტა, ცხადია, თუ ეს თხოვნა არ სცილდება ეთიკურ ან საკანონმდებლო ნორმას.

არ ვიცი, შეიძლება, იყოს კიდეც რაღაც ისეთი, რის შესახებაც არ მქონდეს ინფორმაცია, ამიტომ, სტუდენტებთან შეხვედრის დროს, ყოველთვის მოვუწოდებ მათ თამამად გამოიყენონ უკუკავშირის არსებული მექანიზმები, ხოლო თუ რაიმე აფერხებს მათ გამოყენებას, პირადად შემხვდნენ ყოველგვარი მორიდების გარეშე, დასვან, მათი აზრით, საჭირბოროტო საკითხი, მიმანიშნონ ხარვეზზე (ასეთის შემთხვევაში), წამოაყენონ ინიციატივები და სხვა.

მახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც სტუდენტის დასაბუთებული და, ამავდროულად, კორექტულად გამოხატული პრეტენზიის საფუძველზე, უნივერსიტეტმა ერთ-ერთ პედაგოგთან შეწყვიტა კონტრაქტი.

ის, რომ უნივერსიტეტში ცენტრალური ფიგურა სტუდენტია – მეტყველებს, თუნდაც, ციფრები: ბოლო 6 წლის პერიოდში უნივერსიტეტის მხარდაჭერით ისარგებლა სოციალურად მოწყვლადმა 544 სტუდენტმა, რამაც ფინანსურ გამოსახულებაში მილიონ სამას ათიათას 226 ლარი შეადგინა; ბათუმის წარმომადგენლობაში, ყოველწლიურად, არანაკლებ, 10 ადგილი გვაქვს გამოყოფილი სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, რისთვისაც, საანგარიშო პერიოდში,  459 651 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, უნივერსიტეტის დაფინანსებით, უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში გაიგზავნა 120 სტუდენტზე მეტი. აქვე გეტყვით, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, დღეისათვის, სამი გერმანელი სტუდენტი სწავლობს ჩვენთან, რომლებიც უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობენ. შეიძლება კიდევ ბევრი რამ ითქვას სტუდენტთა მხარდაჭერის შესახებ, მაგრამ, მგონი, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

შევჩერდები, ჩემი აზრით, ერთ მეტად საინტერესო და ორიგინალურ პროექტზე, რომლის განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ. შეიქმნა ე.წ. GRUNI QARD, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბარათით, სხვადასხვა სახის მომსახურებისთვის, თბილისისა და ბათუმის 50-მდე კომპანიაში, 10-20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ ჩვენი სტუდენტები. სხვათა შორის, ორმა მათგანმა, ეს სერვისი ქორწილის ორგანიზებისთვისაც კი გამოიყენა.

მადლიერებით უნდა აღვნიშნოთ პროფესორ ირაკლი ყანდაშვილის ინიციატივა მისი სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ, წელიწადში 1000 ლარის ოდენობით, რაც დიდი სტიმული და დახმარებაა სტუდენტებისთვის. ბატონ ირაკლის სხვა ინიციატივებიც ეკუთვნის – უნივერსიტეტში შეიქმნა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრი, რომელიც მედიაციის გზით, სასამართლოს გვერდის ავლით, დავების გადაწყვეტას გულისხმობს. სხვათა შორის, გასულ წელს, თუ არ ვცდები, 15-მდე დავა დასრულდა მორიგებით ჩვენი მედიატორების მეშვეობით.

,,GEO-NEWS” : როგორც ვიცი, ახალი პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“ თანამედროვე სასწავლო პროცესში ნოვაციაა და ეფექტურად მუშაობს.

-პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლე-ახალგაზრდობაში აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ფორმირებას – მოყვასის მიმართ თანაგრძნობისა და თანადგომის, ტოლერანტობისა და სოლიდარობის გრძნობის გაღვივებას. პროექტის გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ კულტურულ-შემეცნებითი ტურით ევროკავშირის ქვეყნებში. მსგავსი და პროფორიენტაციული პროექტები ხორციელდება ე.წ. Teen Academy ფარგლებშიც, რითაც მოსწავლეებს ვეხმარებით სწორი პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში, მომავალი პროფესიის სწორ არჩევაში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ პროცესში დიდი ინტერესით არიან ჩაბმული თავად სტუდენტები.

მოკლედ რომ ვთქვათ: ჩვენი უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტია სტუდენტი და მხოლოდ სტუდენტი – მისგან ვითხოვთ შესაძლებლობის მაქსიმუმს, რადგან ჩვენაც არ ვიშურებთ მისთვის ზრუნვისა და მხარდაჭერის მაქსიმუმს…კარგად გვესმის, რომ სტუდენტია ჩვენი ქვეყნის მომავლის დვრიტა და წარმატების გარანტი.

,,GEO NEWS”

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor