• October

    10

    2024
  • 75
  • 0
მამუკა მდინარაძე – ევროკომისიის დასკვნის გადადება ნიშნავს, რომ აგენტურამ და მისმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობებზე

მამუკა მდინარაძე – ევროკომისიის დასკვნის გადადება ნიშნავს, რომ აგენტურამ და მისმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობებზე

ევროკომისიის დასკვნის გადადება, პირადად ჩემთვის, ერთი რამის მიმანიშნებელია, აგენტურამ და მისმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ევროკომისიის დასკვნის გადადება, პირადად ჩემთვის, ერთი რამის მიმანიშნებელია – აგენტურამ და მისმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობებზე. რაღაც კუთხით მაინც ცდილობენ, მაგრამ შედეგი როცა განსაზღვრეს, როგორც ჩანს, იფიქრეს, რაც არ უნდა ნეგატიური დასკვნა დადებულიყო საქართველოზე, ჩემი აზრით, იფიქრეს, იქნებ რეზოლუციებით, ბუნდესტაგის განცხადებებით, გარე აქტორების, ელჩების ნეგატიური განცხადებებით ვიმოქმედოთ არჩევნებზეო და ეს ე.წ. კოზირი დავიტოვოთ არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ „აპირებენ ყვირილს, რაღაცების მოგონებას, რომ გაყალბდა არჩევნები“.

„რაღაც სიგიჟეები უნდათ იძახონ და 30-ში უნდათ, რომ დაეწიოს კიდევ ერთი დიდი ნეგატივი, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად და სხვა. ამის გათვლასთან გვაქვს საქმე. ისინი მიხვდნენ, რომ ევროკომისიის ცუდი დასკვნა ხალხის მიერ უკვე გაშიფრული იქნებოდა, ეს რომ მოეხერხებინათ, აზრი არ ჰქონდა, არჩევნების შედეგებზე ვერ იმოქმედებდა და იქნებ ამ შედეგებზე ემოქმედათ სხვა აქტივობებით და ეს „კოზირი“ გადაწიეს, შეინახეს მომდევნო ეტაპისთვის, იქნებ იმ აქციებს წაეხმარონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor