• September

    23

    2023
  • 137
  • 0
ოლაფ შოლცი – ყარაბაღის მცხოვრებლების უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს, მათ ახლა ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ, რაც აზერბაიჯანის პასუხისმგებლობაა

ოლაფ შოლცი – ყარაბაღის მცხოვრებლების უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს, მათ ახლა ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ, რაც აზერბაიჯანის პასუხისმგებლობაა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ყარაბაღის მცხოვრებლების უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. ამის შესახებ შოლცმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა. ინფორმაციას გერმანული „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მისივე თქმით, ყარაბაღში მცხოვრებლებს ახლა ესაჭიროებათ ჰუმანიტარული დახმარება, რაც აზერბაიჯანის პასუხისმგებლობაა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყარაბაღში დახმარება ე.წ. ლაჩინის დერეფნით უნდა ჩავიდეს, რომელიც სომხეთის ყარაბაღთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.

შოლცის თქმით, გერმანიის მთავრობა ძალის გამოყენების წინააღმდეგია და კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ გზად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს მიიჩნევს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor