• October

    11

    2024
  • 70
  • 0
მიხეილ სარჯველაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ მშვიდობის, კეთილდღეობის და ღირსების ოპოზიცია

მიხეილ სარჯველაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ მშვიდობის, კეთილდღეობის და ღირსების ოპოზიცია

„ნაციონალური მოძრაობა“ არის არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ მშვიდობის, კეთილდღეობის და ღირსების ოპოზიცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია წინაასარჩევნო პერიოდში დაკავებულია არა გაუმჯობესებული საარჩევნო გეგმების წარდგენით, არამედ უპირისპირდება ქვეყანაში მშვიდობიან განვითარებას.

„ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობა,“ პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობა“ და შენიღბული „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საქართველოში ხელისუფლებას აკრიტიკებს არა ალტერნატივების შეთავაზებით და გაუმჯობესებული გეგმების წარდგენით, არამედ პრაქტიკულად უპირისპირდება იმას, რაც არის საქართველოში მშვიდობიანი განვითარების მთავარი ფაქტორი. პრაქტიკულად, ისინი არიან არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ ისინი არიან მშვიდობის, კეთილდღეობის და ღირსების ოპოზიცია. ეს არის დასანანი და ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც სამწუხაროდ, აქვს დღეს და დასჩემდა დღევანდელ ოპოზიციას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor