• September

    23

    2023
  • 223
  • 0
ნინო წილოსანი : სწორედ ეს აქცენტები გვჭირდება, რომ ევროპის ოჯახის ღირსეული წევრი გავხდეთ

ნინო წილოსანი : სწორედ ეს აქცენტები გვჭირდება, რომ ევროპის ოჯახის ღირსეული წევრი გავხდეთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში გამოსვლა და განცხადებები იყო საკუთარი ქვეყნის სიამაყით და სიყვარულით მოტივირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც წილოსანმა განაცხადა, პრემიერის აქცენტები, რაც გულისხმობდა რეფორმებს, ჩვენი ქვეყნის უპირატესობას, ძლიერ მხარეებს, არ მოეწონებოდათ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ დღედაღამ საკუთარი სამშობლოს დისკრედიტაციით არიან დაკავებული.

„სწორედ ეს აქცენტები გვჭირდება, რომ ევროპის ოჯახის ღირსეული წევრი გავხდეთ. მინდა, ხაზი გავუსვა მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართვას აფხაზეთის და ცხინვალის მცხოვრებლების მიმართ, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი“, – დასძინა წილოსანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor