• October

    12

    2024
  • 73
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ე.წ. კვლევებზე საუბარი ჩვენ არც კი გვიწევს, ოპოზიცია თავად ამხელს ერთმანეთს, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ოპოზიციას რეალობის სარკეში ჩაახედებს

შალვა პაპუაშვილი – ე.წ. კვლევებზე საუბარი ჩვენ არც კი გვიწევს, ოპოზიცია თავად ამხელს ერთმანეთს, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ოპოზიციას რეალობის სარკეში ჩაახედებს

ე.წ კვლევებზე საუბარი ჩვენ არც კი გვიწევს, ოპოზიცია თავად ამხელს ერთმანეთს, კეზერაშვილის მართულ ტელევიზიაში „ნაცმოძრაობაა“ წინ, გვარამიას მართულ ტელევიზიაში – გვარამია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ოპოზიციას რეალობის სარკეში ჩაახედებს.

„ჩვენ განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს, არც კი გვიწევს ფაქტობრივად ამ ე.წ კვლევებზე საუბარი და მათი უარყოფა. თავად ოპოზიცია ერთმანეთს ამხელს. ასე რომ, აქ ჩვენს სამუშაოს თავად ოპოზიცია აკეთებს და ამხელს ერთმანეთს. ვხედავთ, რომ როცა ეს არის კეზერაშვილის მართულ ტელევიზიაში, მაშინ „ნაციონალური მოძრაობაა“ წინ, როცა ეს არის ნიკა გვარამიას მართულ ტელევიზიაში, მაშინ ნიკა გვარამია არის წინ.

უბრალოდ სასაცილოა, ასე არასერიოზულადაც ხომ არ უნდა მოექცნენ საკუთარ საზოგადოებას. ჩვენზე კარგად ამ კვლევებზე საუბრობენ თავად ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ეს არის ხან კეზერაშვილის ოცნებები, ხან გვარამიას ოცნებები, ხან სააკაშვილის ოცნებები, ხან ხაზარაძის ოცნებები. ეს ოცნებები დარჩებათ მათ უკან 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი, უკვე მერამდენედ რეალობის სარკეში ჩაახედებს მთლიანად ოპოზიციას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor