• October

    12

    2024
  • 83
  • 0
პრემიერი ირაკლი კობახიძე არჩევნების თარიღის მოახლოვებასთან ერთად მოუწოდებს სამართალდამცავ როგანოებს, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ

პრემიერი ირაკლი კობახიძე არჩევნების თარიღის მოახლოვებასთან ერთად მოუწოდებს სამართალდამცავ როგანოებს, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ

საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე არჩევნების თარიღის მოახლოვებასთან ერთად მოუწოდებს სამართალდამცავ როგანოებს, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული სიფრთხილით იმუშაონ. აქვე მთავრობის მეთაური მიმართავს რადიკალურ ოპოზიციას რათა მათ თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, რადგან როგორც პრემიერი ამბობს, ასეთ ყველა შემთხვევას სახელმწიფო გასცემს უმკაცრეს პასუხს.

ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა, რომელსაც თავისუფალი და კონკურენტული უწოდა და ამას პრემიერი გუშინ ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული დასკვნით ამყარებს. აქვე კობახიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ პროვოკაციის მოწყობაზე ფიქრობს.

პრემიერმა ვრცლად ისაუბრა გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებზე : ,,26 ოქტომბრის საღამო როცა დადგება, საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას თვალებში უნდა ჩახედო, არ უნდა შეგრცხვეს, როცა 30%-ს უქვეყნებდი ,,ქართულ ოცნებას” და აღმოჩნდება რომ 60%-ი მიიღო”,- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ქვეყანაში არეულობის შესაძლებლობის საშუალებას.

ავტორი -ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor