• October

    13

    2024
  • 80
  • 0
მიხეილ სარჯველაძემ „ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მიხეილ სარჯველაძემ „ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

„ფსიქიკური ჯანმრთელობა – სერვისები და თანამედროვე გამოწვევები“ – ჯანდაცვის მინისტრმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მიზანი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ცნობადობის ამაღლებასთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ სოციალურ სტიგმებთან ბრძოლაა.

ღონისძიებაზე შეხვედრის მონაწილეებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე გამოვლენილ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ასევე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ და დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ.

ღონისძიების დასასრულს, ბენეფიციარების ნახატების გამოფენა გაიმართა. შეხვედრა, ხონში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში” გაიმართა და მას მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ცენტრის თანამშრომლები დაესწრნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor