• October

    14

    2024
  • 70
  • 0
ირაკლი კობახიძე – როცა დასრულდება პირველი ფრონტი, დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას

ირაკლი კობახიძე – როცა დასრულდება პირველი ფრონტი, დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას

როგორც კი დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, სრულიად სხვა მოცემულობა იქნება საქართველოს მიმართ.

„როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ჩვენ მივიღებთ შედეგად სრულიად სხვა მოცემულობას. აქედან გამომდინარე, დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი ამოცანაა გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან. უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს აქვთ განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ. როგორც კი დასრულდება მეორე ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვას“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor