• October

    14

    2024
  • 100
  • 0
რატომ სურთ რადიკალებს საქართველო უკრაინას დაამსგავსონ ?

რატომ სურთ რადიკალებს საქართველო უკრაინას დაამსგავსონ ?

ის რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის. თუმცა რადიკალების სურვილი ეს ნამდვილად არ არის. რაც კიდევ უფრო აშკარა გახდა ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სარეკლამო ბანერების თემის გამო, რომელმაც კოლექტიური ,,ნაცმოძრაობის” მხრიდან, თუ მათ მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებებიდან დიდი რეზონანსი გამოიწვია.

არადა, რეალობის დანახვა რთული არ არის და მარტივად გასაანალიზებელია რისი თქმა სურდა ამ ბანერებით სახელისუფლებო გუნდს.

ბანერებზე შედარებულია უკრაინაში მიმდინარე ომი და საქართველოს მშვიდობიანი მომავალი. შედარებულია უკრაინის ომისგან გამოწვეული დანგრეული შენობები და საქართველოს განვითარებული ინფრასტრუქტურა და ეს ყველაფერი კი, პასუხია რადიკალების გეგმაზე, რომ საქართველოში არანაირი მეორე ფრონტი არ იქნება.

მივყვეთ დეტალურად – მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა განახორციელა, ჯერ თავად უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან იყო მოწოდებები მეორე ფრონტზე, შემდგომ რადიკალებისა და მათი საყრდენი ენჯეოების მხრიდან. იმ ფაქტმა, რომ საქართველო რუსეთს არ დაუპირისპირდა და ომში არ ჩაერთო რადიკალები საკმაოდ გააღიზიანა და ქვეყნის ხელისუფლება თავის დროზე უკრაინის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმაში დაადანაშაულეს.

არადა, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. მიიღო უკრაინელი ლტოლვილები და შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ 600-მდე რეზოლუციას, თუმცა ამის მიუხედავად, რა სურვილიც აქვთ რადიკალებს, ეს მათ განუხორციებელ სურვილად რჩება. მმართველი პარტია კი, 2012 წლიდან დაწყებულ სამშვიდობო პოლიტიკას განაგრძობს, რომლის მიზანი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კეთილდღეობასა და განვითარებას მოუტანს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor