• October

    14

    2024
  • 65
  • 0
ირაკლი კობახიძე – დღეს ჩვენს სარწმუნოებას სჭირდება დაცვა, არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან ქრისტიანულ-მორალურ დოგმებს და ეს ძალები იბრძვიან ქრისტიანობის წინააღმდეგ საქართველოშიც

ირაკლი კობახიძე – დღეს ჩვენს სარწმუნოებას სჭირდება დაცვა, არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან ქრისტიანულ-მორალურ დოგმებს და ეს ძალები იბრძვიან ქრისტიანობის წინააღმდეგ საქართველოშიც

დღეს ქრისტიანობას, ჩვენს სარწმუნოებას სჭირდება გაფრთხილება და დაცვა, სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ებძრვიან ქრისტიანობას, სარწმუნოებას, ქრისტიანულ-მორალურ დოგმებს და სამწუხაროდ, ეს ძალები იბრძვიან ქრისტიანობის წინააღმდეგ საქართველოშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მოქალაქეებს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

კობახიძის თქმით, როდესაც ერთად დგას ერი და ბერი, იქ ქართველებს და სარწმუნოებას ვერავინ დაამარცხებს.

„გილოცავთ სვეტიცხოვლობას. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ვულოცავ დედა ეკლესიას. განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს, ჩვენს უძვირფასეს და უსაყვარლეს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. მცხეთა არის ადგილი, სადაც საქართველო პირველად ეზიარა ქრისტიანობას. ეს არის ადგილი, სადაც მეფე მირიანმა იხილა ღვთისგან მოვლენილი სასწაული, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და გააქრისტიანა ჩვენი ქვეყანა. მას შემდეგ, 17 საუკუნის მანძილზე, სწორედ ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა არის ის, რაც გვიფარავს ჩვენს ქვეყანას და გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა.

როცა ვართ მცხეთაში, განსაკუთრებული სიმძაფრით უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ დღეს ქრისტიანობას, ჩვენს სარწმუნოებას სჭირდება გაფრთხილება და დაცვა. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან ქრისტიანობას, სარწმუნოებას, ქრისტიანულ-მორალურ დოგმებს და სამწუხაროდ, ეს ძალები იბრძვიან ქრისტიანობის წინააღმდეგ საქართველოშიც. თუმცა, როდესაც ერთად დგას ერი და ბერი, იქ ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს. ვერავინ დაამარცხებს სარწმუნოებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor