• October

    15

    2024
  • 77
  • 0
„ბილდი“ – რუსეთის საოკუპაციო ძალებს დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოში შესვლამდე ორი კილომეტრი აშორებთ

„ბილდი“ – რუსეთის საოკუპაციო ძალებს დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოში შესვლამდე ორი კილომეტრი აშორებთ

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოსთან თავდაცვის ხაზი გაარღვიეს და, დიდი დანაკარგების მიუხედავად, ქალაქში შესვლამდე ორი კილომეტრი აშორებთ, – ამის შესახებ „ბილდის“ სამხედრო ანალიტიკოსმა, იულიან რიოპკემ განაცხადა.

უკრაინული მედიის თანახმად, სექტემბრის შუა რიცხვებში რიოპკე კურახოვოსთან ფრონტის ხაზს ეწვია, სადაც ომამდე დაახლოებით 18 000 ადამიანი ცხოვრობდა.

მაშინ რუსული ჯარები აღმოსავლეთით, დაახლოებით 8 კმ-ზე იყვნენ განლაგებული.

ოქტომბრის დასაწყისში მათ შეძლეს გარღვევა, დაიპყრეს სოფელი ოსტროვსკოე და მიაღწიეს კურახოვოს წყალსაცავის სანაპიროებს. იულიან რიოპკე აცხადებს, რომ ახლა რუსეთის სამხედრო დანაყოფები ქალაქიდან მხოლოდ 2 კმ-ში არიან და აგრძელებენ წინსვლას, მიუხედავად დიდი დანაკარგისა.

პარალელურად, სამხედრო-პოლიტიკური მიმომხილველი ალექსანდრე კოვალენკო ფიქრობს, რომ რუსული ჯარები მალე დაიწყებენ ქალაქ კურახოვოზე თავდასხმას დიდი რაოდენობით ტექნიკის გამოყენებით. კოვალენკოს თქმით, ოკუპანტები ამ დასახლებაზე ზეწოლას როგორც სამხრეთიდან, ასევე აღმოსავლეთიდან გეგმავენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor