• October

    15

    2024
  • 84
  • 0
არალეგიტიმური ქარტია, რომელიც ანტიკონსტიტუციურია, საქართველოს პრეზიდენტის დესტრუქციის შედეგია

არალეგიტიმური ქარტია, რომელიც ანტიკონსტიტუციურია, საქართველოს პრეზიდენტის დესტრუქციის შედეგია

მარცხისთვის განწირული პრეზიდენტის ,,ქართული ქარტია” და დაკვეთილი საქმის შესრულება სალომე ზურაბიშვილის სახელით.

პრეზიდენტი ისევ არ ამბობს როდის დაასახელებს ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას და ვის მოიაზრებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. პრეზიდენტს როგორც ჩანს, ,,ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერ პარტიებთანაც დაეძაბა ურთიერთობა.ზურაბიშვილი მათ ქარტიით გათვალისწინებულ ყველა პუნქტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, ან ურჩევს, რომ ხელმოწერები უკან წაიღონ.

პრეზიდენტის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია გახარიას პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც ქარტიას სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა.

,,გახარია საქართველოსთვის” ტექნიკურ მთავრობას მაშინ დაუჭერს მხარს, თუ მის შემადგენლობაში ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ იქნებიან. ასე ფიქრობენ ყოფილი პრემიერის გუნდში. ერთადერთი, ვინც სალომე ზურაბიშვილის მოწოდებებს იზიარებს, ეს გვარამია-მელიას კოალიციაა. ზურაბიშვილის ქარტიას ხელს არ აწერს და მას დამაზიანებელ დოკუმენტად მიიჩნევს ,,გირჩი“. პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის ქმედებები, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციას საბოლოოდ ჩამოშლის.

ზურაბიშვილის ინიციატივა უსაფუძვლო და აბსურდულია მმართველი გუნდისთვის. ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის მიზანი ქვეყანაში რადიკალური სცენარის განვითარება, არეულობა და ქაოსია.

პრემიერ – მინისტრი დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილის გეგმა წარუმატებელი იქნება, რადგან ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, ოპოზიციურ პარტიებს კი, ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor