
ნინო ლომჯარია ცდილობს ინდივიდუალური დესტრუქციით საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტუალიზებას
ყოფილი სახალხო დამცველის მორიგი ანტიქართული პროპაგანდა, ასე აფასებს ,,ქართული ოცნება” ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველო მსოფლიო დღის წესრიგს უნდა მოერგოს.
მმართველი პარტია კი, არაერთგზის განმარტავს, რომ ქვეყნის ინტერესები მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე გადის და ეს არის მთავარი სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის და თანამშრომლობის დროს.
საუბარია ერთ-ერთი მედია საშუალების ეთერში ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის ასევე ამბობს, იმასაც რომ საქართველო, არც მსოფლიოს ცენტრია და ამიტომ, არც ქვეყანა უნდა მიგვაჩნდეს ყველაზე მნიშვნელოვნად.
ლომჯარიას ამ ანტიქართული პროპაგანდის შემცველ განცხადებას გამოეხმაურა მთავრობის მეთაური, რომლის თქმით, ლომჯარიასნაირი ადამიანები ქვეყანაში სამწუხარო რეალობას ქმნიან.
ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა და წარსული შეახსენა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძე ამბობს, რომ ლომჯარიას და მის ოპოზიციონერ კოლეგებს საქართველოს მოსახლეობა პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს.
ირაკლი გუნია





