• October

    15

    2024
  • 86
  • 0
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ისრაელი გლობალური მშვიდობისთვის მთავარი საფრთხეა, რასაც ხელს უწყობენ ქვეყნები, რომლებიც იარაღით ამარაგებენ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ისრაელი გლობალური მშვიდობისთვის მთავარი საფრთხეა, რასაც ხელს უწყობენ ქვეყნები, რომლებიც იარაღით ამარაგებენ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ

ისრაელი გლობალური მშვიდობისთვის მთავარი საფრთხეა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

ფიდანის თქმით, ამას ხელს უწყობენ ქვეყნები, რომლებიც მას იარაღით ამარაგებენ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ.

„დღეს ისრაელი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხე გახდა, მაგრამ ისრაელი მარტო არ არის. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ისრაელს უჭერენ მხარს, აწვდიან მას იარაღს და უცხადებენ პოლიტიკურ მხარდაჭერას“, – განაცხადა ფიდანმა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აიმან საფადისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფიდანმა აღნიშნა, რომ ისრაელი, ერთ წელზე მეტია, ღაზაში გენოციდს ახორციელებს და ახლა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის თანდათანობით ოკუპაციას ცდილობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor