• October

    15

    2024
  • 76
  • 0
ბიძინა ივანიშვილი – ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გამტარებელმა აგენტებმა იციან, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა ხალხის ღირებულებებისგან დაცლისა და მორალური გადაგვარების გარეშე შეუძლებელია

ბიძინა ივანიშვილი – ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გამტარებელმა აგენტებმა იციან, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა ხალხის ღირებულებებისგან დაცლისა და მორალური გადაგვარების გარეშე შეუძლებელია

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გამტარებელმა, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში გაბნეულმა აგენტებმა, ზუსტად იციან, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა, ღირებულებებისგან ხალხის დაცლისა და საზოგადოების მორალური გადაგვარების გარეშე შეუძლებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, სწორედ ამის გამო „ქართული ოცნება“ აპირებს არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების საკითხის და საქართველოს თვითმყოფადობაში მართლმადიდებლობის განსაკუთრებული როლის კონსტიტუციაში ასახვას.

„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ და კიდევ უფრო მტკიცედ დავიცავთ. გარდა ამისა, არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ კონსტიტუციაში ავსახავთ მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობაში, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. რა თქმა უნდა, პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის უფლებები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული და მათ მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ოდნავადაც კი არ შეიცვლება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor