• October

    17

    2024
  • 82
  • 0
გახარია ჩვევებს არ ღალატობს და კვლავ ,,ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან დამალვას ცდილობს

გახარია ჩვევებს არ ღალატობს და კვლავ ,,ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან დამალვას ცდილობს

გიორგი გახარიას მორიგი ტყუილი – პოლიტიკურად გაკოტრებული პარტია ,,საქართველოსთვის” წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებას ,,ქართული ოცნების” სახელის გამოყენებით ცდილობს.

სანდო წყარო ,,GEO NEWS” უყვება, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია ავრცელებს ცნობებს, რომ ისინი თითქოსდა მმართველ პარტიასთან არიან დაკავშირებულნი.

საგულისხმოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გახარია ხმების მოსაპოვებლად ამომრჩეველს ატყუებს. ასე იყო 2020 წლის არჩევნების დროსაც, როცა გახარიას გუნდი კარდაკარ დადიოდა და ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ისინი ,,ქართულ ოცნებას” წარმოადგენდნენ.

ეს ის გიორგი გახარიაა, რომელიც თავის დროზე, როცა ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ კი, პრემიერად დაინიშნა ,,ქართული ოცნებით” ამაყობდა და ამ პარტიის მეხოტბე გახლდათ. ხოლო მას შემდეგ, რაც თანამდებობიდა დატოვა მმართველი გუნდის მისამართით რიტორიკა გაამკაცრა და უსაფუძვლო ბრალდებების კამპანიაში ჩაერთო.

გიორგი გახარია და მისი გუნდი კოლექტიურ ,,ნაცმოძრაობას” წარმოადგენს, ამის ნათელი მაგალითი კი, გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა, რომელიც რადიკალური ,,ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელი თავჯდომარის ნიკა მელიას დაკავებაზე უარის თქმას უკავშირდებოდა.

გახარიამაც და მისმა პოლიტიკურმა რადიკალებმაც კარგად იციან, რომ მარცხისთვის განწირულები არიან და ხავსს ეჭიდებიან. ისიც კარგად იციან, რომ ელექტორატის მხარდაჭერა არ ააქვთ და ისინი ახალი მოწვევის პარლამენტს მიღმა აღმოჩნდებიან.

ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრობისა და შემდგომ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, გიორგი გახარიას სახელს არა ერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება. მათ შორის 20-21 ივნისის მოვლენები და დასახიჩრებული ადამიანები. თუმცა როგორც ჩანს, გახარიამ წინა პლანზე მისი პოლიტიკური ამბიციები დააყენა და მორიგი ტყუილით ცდილობს ისევ ქვეყნის სათავეში მოსვლას. ის რომ გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური გუნდი კოლექტიური ,,ნაცმოძრაობაა”, ამას მოწმობს კიდევ ერთი ფაქტი – გახარიას პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი რეჟიმის დროს ზურაბ ადეიშვილის პროკურორი იყო – სახელით, ლოგოთი და ფერით სხვადასხვა, იდეით კი ერთნი.

მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე რადიკალები ყველა მეთოდით ცდილობენ გამარჯვებას და ქვეყანაში ანტისახელწიფოებრივი დიქტატურის დამყარებას. და თუ ეს არ გამოუვათ აქვთ ალტერნატიული გეგმაც, რომელიც აშშ-ისა და დასავლეთის დახმარებით ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციის ორგანიზებას გულისხმობს. თუმცა სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და მისი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკით, არავის მისცემს უფლებას ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნას და უკრაინული მაიდანის სცენარი განმეორდეს.

გახარიას მიერ ჩადენილმა ღალატმა იმ პარტიის მიმართ, ვინც ის ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე წარადგინა, ცალსახად დაადასტურა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ,,მეძავთან” და არა ღირსეულ პოლიტიკოსთან. 

ირაკლი გუნია

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor