
დესტრუქციული ოპოზიცია ხელისუფლების დაბრუნების მცდელობაში კიდევ უფრო რადიკალური ხდება – სახეზეა ,,სუს”-ის დისკრედიტაციის მცდელობა
ყველა მხარის მიერ რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რადიკალების სამომავლო ნაბიჯებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას აფრთხილებს.
უწყების ინფორმაციით, პოლიტიკოსებთან დაკავშირებული ჯგუფები ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას და დესტაბილიზაციას გეგმავენ.
იგეგმება თანამედროვე ტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამოქვეყნება, სადაც ,,ქართული ოცნების” ლიდერების ხმები და ვიდეოები იქნება გამოყენებული. მიზეზად კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპატრიარქოსა და სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობების დაძაბვას ასახელებს.
თემაზე განმარტებები კეთდება სახელისუფლებო გუნდში, სადაც ,,სუს”-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას საყურადღებოდ მიიჩნევენ.
,,ქართულ ოცნებაში” ამბობენ იმასაც, რომ მსგავსი გეგმის მიღმა რადიკალური ოპოზიცია დგას.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კოლექტიური ,,ნაცმოძრაობა” ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობს, ამისთვის ისინი აქტიურად ემზადებიან და ამ პროცესში მათი მთავარი საყრდენი აშშ-ი, დასავლეთი, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი და მათ მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებები არიან.
მას შემდეგ, რაც რადიკალების გეგმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესახებ საჯარო გახდა, მათი მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე ზეწოლამ იმატა.
დესტრუქციული ოპოზიცია ,,სუს”-ი დისკრედიტაციას განაგრძობს. გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებენ და გამარჯვების შემთხვევაში, რომელიც დიდი ხანია მარცხისთვისაა განწირული ,,სუს”-ის გაუქმებით იმუქრებიან.
ირაკლი გუნია





