• October

    17

    2024
  • 71
  • 0
კახა კალაძე – „ნაცმოძრაობას“ აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა, ამიტომ აზიანებენ ჩვენს ბანერებს

კახა კალაძე – „ნაცმოძრაობას“ აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა, ამიტომ აზიანებენ ჩვენს ბანერებს

ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ „ქართული ოცნების“ ბანერების დაზიანება ხდება იმიტომ, რომ მათ აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა.

„ამ ადამიანებს აღიზიანებთ ეს ბანერები, რადგან შინაგანად ასეთები არიან. აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს. პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ გვირჩევნია ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. ამბობდნენ, სირცხვილია, რომ აქ დაბადებულმა ადამიანმა საქართველო საკუთარ სამშობლოდ აღიქვასო. წარმოგიდგენიათ, რა ძალასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ეს ადამიანები შინაგანად?

ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს, ახორციელებს მოღალატეობრივ ქმედებებს, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor