• October

    18

    2024
  • 82
  • 0
სი ძინპინი 22-24 ოქტომბერს რუსეთში „ბრიქსის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

სი ძინპინი 22-24 ოქტომბერს რუსეთში „ბრიქსის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთში „ბრიქსის“ სამიტს დაესწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სი ძინპინი „ბრიქსის“ მე-16 სამიტს დაესწრება, რომელიც ყაზანში, 22-24 ოქტომბერს გაიმართება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაო ნინის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში და მიმდინარე საერთაშორისო ვითარების შესახებ ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„ბრიქსი“ თანასწორობის პრინციპზე შექმნილი ხუთი ქვეყნის – ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor