• October

    18

    2024
  • 81
  • 0
დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენას ახალი ექსპონატები შეემატა

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენას ახალი ექსპონატები შეემატა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში მიმდინარე გამოფენაზე „დოდო აბაშიძე – 100“ დღეიდან მსახიობის პირად არქივში დაცული მასალაც იქნება წარმოდგენილი.

დოდო აბაშიძის საოჯახო არქივი მსახიობის შვილმა, ზაზა აბაშიძემ ეროვნულ არქივს გამოფენის გახსნისას, 2024 წლის 20 სექტემბერს გადასცა. მასალიდან საექსპოზიციოდ შეირჩა დოდო აბაშიძის წერილები და პირადი ჩანაწერები, დოკუმენტები მისი დაჯილდოების შესახებ, ფოტოები და საგაზეთო პუბლიკაციები.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველი ფოტოები, პორტრეტები, ფილმების აფიშები.

ექსპოზიცია 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor