• October

    18

    2024
  • 73
  • 0
ევროსაბჭო კვლავ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს

ევროსაბჭო კვლავ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დასავლეთიდან ,,ქართული ოცნების” მისამართით ზეწოლო სულ უფრო იზრდება. ამაზე მიუთითებს ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც მმართველი პარტია მხოლოდ იმის გამოა გაკრიტიკებული, რომ მან ქვეყნის ეროვნული ინტერესები პირველ ხაზზე დააყენა.

დოკუმენტში ევროპული საბჭო ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე მხარდაჭერას უდასტურებს, თუმცა აკრიტიკებს ამ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას.

დოკუმენტში წერია, რომ ,,ევროსაბჭო გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ შეცვლილი საგარეო კურსის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში დაფუძნებულ პრინციპებს. ევროპული საბჭო ელოდება, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი ხაზს უსვამს ევროკავშირის მუდმივ ვალდებულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

მოამზადა ირაკლი გუნიამ

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor