• October

    19

    2024
  • 89
  • 0
რადიკალების დესტრუქციულ გეგმებს ,,სუს”-ის პროფესიონალიზმის გამო განხორციელება არ უწერია

რადიკალების დესტრუქციულ გეგმებს ,,სუს”-ის პროფესიონალიზმის გამო განხორციელება არ უწერია

,,GEO NEWS” გთავაზობთ ინტერვიუს ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძესთან, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე, მათ შორის ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა საქმეებში დასავლეთის მხრიდან უხეშ ჩარევაზე ისაუბრა.

ზაალ ანჯაფარიძე : ვფიქრობ, პოლიტიკიდან შორს მდგომი ადამიანებისთვის, რომლებიც კითხულობენ გაზეთებს, ეცნობიან ინტერნეტში ახალ ამბებს, ცხადი ხდება კოლექტიური დასავლეთის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ასევე, არჩევნებსა და ამომრჩეველზე ზემოქმედების მცდელობა. რაც 26 ოქტომბერს მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე უფრო ძლიერდება და ერთადერთი მიზნით ხორციელდებაროგორმე ,,ქართული ოცნების” პოზიციები შეარყიონ. რაც ბუნებრივია, ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. იმ ოპოზიციის, რომელსაც ელექტორატის მხარდაჭერა არ აქვს.

დასავლეთის ჩარევაზე მეტყველებს სავიზო თუ ფინანსური სანქციებიც. სხვადასხვა პროგრამებისა და პოლიტიკური კონტაქტების შეჩერება და ამის წარმოჩენა იმ კუთხით, რომ მოქალაქეებსა და ,,ქართული ოცნების” ამომრჩეველში დათესონ უიმედობა. თითქოსდა, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს. ამ მიზანს ემსახურება ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმების თემით მუდმივი მუქარაც.

ბატონო ზაალ, რას იტყვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ქვეყანაში რადიკალების მხრიდან დესტაბილიზაციის გეგმის ამოქმედებას უკავშირდება ?

უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციაა სახელმწიფოსა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების არა მხოლოდ აღკვეთა, არამედ პრევენციაც მანამდე ქმედება განხორციელდება. შესაბამისად ,,სუს”-ის ეს განცხადება, როგორც მისმა ხელმძღვანელობამ აღნიშნა, სწორედ პრევენციული ღონისძიებების პრიზმაში უნდა განვიხილოთ. ისე როგორც ეს უკვე მომხდარა. გახსოვთ, ,,სუს”-მა ,,კანვას,,-ის მიერ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა გამოააშკარავა. ჩემი აზრით, ახლაც მსგავსი ხდება. იგეგმება ხელოვნურად შექმნილი კომპრომატების გავრცელება აიტი ტექნოლოგიების გამოყენებით.
რადიკალებმა იციან, რომ ,,სუს”-ს აქვს მზადყოფნა ბოლომდე იდგეს სახელმწიფო სადარაჯოზე.

საგულისხმოა, რომ დღევანდელი სამართალდამცავი სისტემა არის ძლიერი, მოწოდების სიმაღლეზე დგას და 2003 წლის კორუმპირებულ და მორყეულ სპეცსამსახურებს ვერ შევადარებთ. 

როგორია თქვენი აზრი დასავლეთის სატელიტი, კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის შესახებ, ასევე რამდენად მოსალოდნელია პრეზიდენტის იმპიჩმენტი ?

ზურაბიშვილის იმპიჩმენტს სიმბოლური დატვირთვა ექნება, თუმცა ამ სიმბოლიზმში არ არის ასახული რას მოიმკის იმპიჩმენტით გადაყენებული პრეზიდენტი. ეს პოლიტიკური და სამართლებრივი დამღაა. რაც შეეხება მის ნაბიჯებს, თავად ზურაბიშვილს, რომ ჰკითხოთ ქვეყანას სახელმწიფოებრივად ემსახურება, თუმცა რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნისთვის სამსახურად კონსტიტუციის პერმანენტული უგულებელყოფა არ ვიცი.

ზურაბიშვილის მიერ დაწერილ ე.წ ,,ქართული ქარტიას”, შემოგდებულ იდეას ერთ წლიანი ტექნიკური მთავრობის ფორმირებაზე, კონსტიტუციური ველიდან თავად ეს ქალბატონი გაჰყავს, რამეთუ პრეზიდენტს არ აქვს მთავრობის ფორმირების უფლება. აღარ ვსაუბრობ არალეგიტიმურად იმ რისკებზე, რაც ასეთი მთავრობის შექმნას შეიძლება მოჰყვეს და რა ფასი შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას. გარდა ამისა, ზურაბიშვილის მიერ დისკუსია, რომ თურმე, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი – ,,ევროპა თუ რუსეთი”, არა მხოლოდ მოწყვეტილია რეალობას, არამედ შეურაცხმყოფელია ჩვენი საზოგადოებისთვის. სრულიად გასაგები მიზეზების გამო ზურაბიშვილი შეგნებულად აყენებს ზიანს ქვეყანას, როცა ის დასავლურ მედიასთან საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების პერსპექტივაზე საუბრობს. ზურაბიშვილი დასავლურ ,,ისტებლიშმენტში” საქართველოს საგარეო კურსზე ნეგატიურ განწყობას ქმნის.

ირაკლი გუნია

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor