• September

    25

    2023
  • 83
  • 0
მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესის ოლქზე მორიგი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა

მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესის ოლქზე მორიგი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა

რუსეთმა ოდესის ოლქზე მორიგი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ბიბისის“ რუსულენოვანი ბიუროს მონაცემებით,  რუსეთმა ოდესის ოლქის მიმართულებით 19 უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ზებგერითი რაკეტა „ონიქსი“ გაუშვა.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, უკრაინის სხვადასხვა ოლქის მიმართულებით, საერთო ჯამში, „კალიბრის“ ტიპის 12 რაკეტა გაისროლეს, რომელთაც საკმაოდ რთული ტრაექტორია ჰქონდათ.

რუსეთის სამიზნე გახდა პორტების ინფრასტრუქტურა. უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად დანგრეულია მარცვლეულის საცავები.

გავრცელებული ინფორმაციით, ოდესაში მნიშვნელოვანად დაზიანდა საზღვაო სადგური, ახლომდებარე სასტუმროში კი ხანძარი გაჩნდა.

ოდესის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოდესის საზღვაო სადგურთან მდებარე სასტუმრო ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა და რუსეთის იერიშის შედეგად ის განადგურებულია.

ასევე, ოდესის ოლქში ნაწილობრივ დანგრეულია რამდენიმე საწყობი და კერძო სახლი. აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ქალი.

რუსეთში ოდესის ოლქზე განხორციელებული იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მოსკოვის მიერ ე.წ. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ რუსეთი უკრაინის შავი ზღვის პორტების ინფრასტრუქტურას სისტემატურად ბომბავს.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, უკანასკნელი იერიშის დროს დარტყმები განხორციელდა ირანული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით P-800, უკრაინის მიმართულებით „ონიქსის“ რაკეტები უკანონოდ ანექსირებული სევასტოპოლიდან გაისროლეს, ხოლო ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“ – შავი ზღვის აკვატორიიდან.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ მათ შეძლეს 11 „კალიბრის“ და 19 დრონის ჩამოგდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor