• October

    19

    2024
  • 81
  • 1
ოლაფ შოლცი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

ოლაფ შოლცი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

სტამბულში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა შოლცს განუცხადა, რომ თურქეთს სურს თანამშრომლობის გაძლიერება გერმანიასთან თავდაცვის მრეწველობის პროდუქტების შეძენის კუთხით.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა და ბერლინი ვალდებულებას იღებენ ებრძოლონ ტერორისტულ დაჯგუფებებს, განსაკუთრებით „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ფეთულაჰის მომხრეთა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას გერმანიაშიც.

რაც შეეხება ისრაელსა და ღაზაში არსებულ ვითარებას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აქვს ექსპანსიონისტური აზროვნება, რაც ნათლად მიუთითებს კონფლიქტის მის ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა გაფართოების განზრახვაზე. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერების სიკვდილი აღნიშნეს როგორც ისრაელში, ასევე დასავლეთში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

1 COMMENT

  • Nino
    October 20, 2024, 1:44 pm REPLY

    baton. bizina. Zalian. Gtxov. Damexmare. hvilebi. Momiyvane. Menatreba. tamari. Da. Vaja. Mat. Garehe. Ber vzleb.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor