• October

    20

    2024
  • 70
  • 0
იაგო ხვიჩია – ზურაბიშვილი გვგონია ოპოზიციაში ჩანერგილი ტროას ცხენი, რომელიც შიგნიდან აფეთქებს ოპოზიციას, მისი განცხადებები არასდროს არ არის იმის ადეკვატური, რაც ქვეყანაში ხდება

იაგო ხვიჩია – ზურაბიშვილი გვგონია ოპოზიციაში ჩანერგილი ტროას ცხენი, რომელიც შიგნიდან აფეთქებს ოპოზიციას, მისი განცხადებები არასდროს არ არის იმის ადეკვატური, რაც ქვეყანაში ხდება

სალომე ზურაბიშვილი გვგონია ოპოზიციაში ჩანერგილი ტროას ცხენი, რომელიც შიგნიდან აფეთქებს ოპოზიციას. მის მიერ გაკეთებული განცხადებები არასდროს არ არის იმის ადეკვატური, რაც ქვეყანაში ხდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, სინამდვილეში, თავისი შინაარსით, ზურაბიშვილის განცხადებებმა პრობლემა უნდა შეუქმნას, მათ შორის დასავლური ინსტიტუციების რეპუტაციას საქართველოში, რასაც „ქართული ოცნება“ კამპანიურად აკეთებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ელჩი საქართველოს მხარს უჭერდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოში ახლა იგეგმება ცრუ ფეიკრევოლუციის სცენარი, სადაც ხალხი, რომელიც კომპრომიტირებულია და მათ შორის, „ქოცებისთვისაც“ ცნობილია, რომ მათ საზოგადოება არასოდეს გაყვება, აღმოჩნდებიან ვითომ რაღაცა პროტესტის სათავეში. სინამდვილეში, მათი მიზანი არის ხელისუფლებასთან შეთანხმებით ნებისმიერი შესაძლო პროტესტის ჩახშობა და არა ამ პროტესტის წარმატებამდე მიყვანა. ზურაბიშვილი არის ჩანერგილი ტროას ცხენი „ოცნებიდან“ და შესაბამისად, მან უნდა აკეთოს ისეთი ტიპის განცხადებები თავისი შინაარსით, რომ პრობლემა შეუქმნას, მათ შორის დასავლური ინსტიტუციების რეპუტაციას საქართველოში, რასაც „ქართული ოცნება“ კამპანიურად აკეთებს. ქალბატონი სალომე ამას აკეთებს სხვა მეთოდებით და ეს თანდათან უფრო გამოჩნდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისი ქარტიისა და ამ ქარტიით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor