
თბილისში მარში სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ იმართება
„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, – ამ სახელწოდებით თბილისში მარში იმართება.
მარშის მონაწილეები 17:00 საათზე რამდენიმე ლოკაციაზე შეიკრიბნენ. მათ ევროკავშირის მხარდამჭერი დროშები და ბანერები უჭირავთ.
მარშის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედისკენ მიდიან, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მარში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.





