• October

    20

    2024
  • 82
  • 0
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ზელენსკის წინადადება ომის შემდეგ ევროპაში აშშ-ის ჯარების უკრაინული შეიარაღებული ძალებით შეცვლის შესახებ, შეუსაბამოა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ზელენსკის წინადადება ომის შემდეგ ევროპაში აშშ-ის ჯარების უკრაინული შეიარაღებული ძალებით შეცვლის შესახებ, შეუსაბამოა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჯერი კონოლი არ ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის წინადადებას ომის შემდეგ ევროპაში აშშ-ის ჯარების უკრაინული შეიარაღებული ძალებით შეცვლის შესახებ და მას შეუსაბამოს და მავნეს უწოდებს.

დემოკრატიული პარტიის კონგრესმენმა აღნიშნა, რომ ზელენსკის მხრიდან ეს კეთიშლობილური წინადადებაა.

„ვფიქრობ, ახლა შეუსაბამო წინადადებაა. ეს გამოიყურება, როგორც დონალდ ტრამპისთვის გაკეთებული ჩაწოდება, იმ შემთხვევაში, თუ ის არჩევნებში მოიგებს. ჩვენ, ვინც აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის ვიბრძვით, ამის მოსმენა არ გვჭირდება. აშშ ევროპაში უნდა იყოს“, – განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.

მისი თქმით, ამ წინადადებას ვინმე თუ მიესალმება, პირველ რიგში, ვლადიმერ პუტინი.

„ჩვენ ვართ კონტრმოქმედების საშუალება და იქ ჩვენი ფიზიკური ყოფნა, პარტნიორებს ამშვიდებს. იდეას, რომ ჩვენ სრულად გავდივართ ევროპიდან, უკრაინელები კი დიდსულოვნად გვცვლიან, განვიხილავ როგორც კეთილშობილურ შეთავაზებას, მაგრამ თავად იდეა არ არის პროდუქტიული. ამავდროულად, ის საზიანოა“, – განაცხადა კონგრესმენმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor