• October

    25

    2024
  • 86
  • 0
საქართველოს სუვერენიტეტი და საარჩევნო რისკები…

საქართველოს სუვერენიტეტი და საარჩევნო რისკები…

გადამწყვეტ არჩევნებამდე სულ რაღაც ექვსი დღე რჩება. როგორც ჩანს, წინ ცხელი არჩევნები გველოდება. არაერთი წყარო ძალოვანი უწყებიდან გვიდასტურებს, რომ მნიშვნელოვანი თანხები და მკვეთრი პოლიტიკური ინტერესი მიმართულია არჩევნების შემდგომი დესტაბილიზაციის ორგანიზებისათვის. ქართველი ხალხის არჩევანი დასავლეთთან ასოცირებული ძალებისათვის არ წარმოადგენს პატივისცემის ფაქტორს. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიწონებენ, თუ ეს არჩევანი ხელისუფლებაში დესტრუქციულ ოპოზიციონერებს დააბრუნებს. ამაზე ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ყოველკვირეული ,,ქარდები”.

საგულისხმოა, რომ ძლიერი ემოციების ფონზე ხდება მოსახლეობის ერთგვარი მასობრივი ზომბირება, როდესაც ევროპა, ევროპისა და დემოკრატიის ძახილში რეალური რეგიონალური პოლიტიკა ყველას დაავიწყდა. საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის არსებული საფრთხეები იმდენად დიდია, როგორც არასოდეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ წინდაუხედაობითა და ,,ურა პატრიოტიზმით” დაბრმავებულები ვივიწყებთ 2008 წლის საქართველოსა და 2022 წლის უკრაინის მაგალითებს. შედეგად კი, რუსეთის ფედერაციის ფაქტორის იმდაგვარი ნიველირება ხდება, რაც უმძიმესი ფრონტალური შედეგებით გვემუქრება. ფაქტობრივად, ქვეყანა ,,დენთის კასრზე” შემოვსვით და მხოლოდ ასანთის შემთხვევითი გაკვრაღა გვაკლია.

ცინიკურია, თუმცა, მაშინ როდესაც ომის ცეცხლი გაღვივდება, ყველა ის ,,ურა პატრიოტი” თუ ნაყიდი პროპაგანდისტი, რომელიც დღეს ,,ევროპის ხატზე” იფიცებს საქართველოს, აეროპორტსა და საზღვრებს მიაწყდება, ხოლო ბრძოლებში ის ქართველები დაიღუპებიან, ვინც საკუთარი სამშობლოს სიყვარულს მაისურებზე გაკეთებული წარწერებით კი არა, გულით ატარებს და საქართველოს ჯანსაღ და ჭეშმარიტ მომავალს უზრუნველყოფს.

საბოლოოდ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მკითხველმა ყოველგვარი ,,ტრენდისა”თუ გონების დამხშობი პროპაგანდის გარეშე, ნათლად და ობიექტურად გაიაზროს შექმნილი საფრთხეები და გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან საქართველოს მშვიდობის ინტერესის გათვალისწინებით მიიღოს. ანუ ისე, რომ საქართველოში არ დაუშვას ე.წ. ,,ბომბების წვიმა”, რისი უზრუნველყოფაც მოგვწონს, თუ არა, ეს დღესდღეობით მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას შეუძლია და ამ ძალას ,,ქართული ოცნება” ჰქვია. 

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor