
,,ქართული ოცნების” გამარჯვებას დესტრუქციული ოპოზიცია უიმედო რყევებით ხელს ვერ შეუშლის
ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სამშვიდობო პოლიტიკის გეგმა. სწორედ ამ სულისკვეთებით ,,ქართული ოცნება” მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება. ღირსება, კეთილდღეობა, მშვიდობით ევროკავშირში შესვლა – მმართველი პარტიის პირობებში ეს, რომ შესაძლებელია კარგად იციან საქართველოს მოქალაქეებმა, რასც მოწმობს ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები, სადაც სახელისუფლებო გუნდს ელექტორატის უდიდესი მხარდაჭერა აქვს.
,,GEO NEWS” გთავაზობთ ინტერვიუს მმართველი პარტიის ერთ-ერთ მხარდამჭერ გიორგი გიორგაძესთან, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ,,ქართული ოცნების” გამარჯვების შანსებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებით გაამყარა, სადაც სახელისუფლებო გუნდს საზოგადოების უპირობო მხარდაჭერა აქვს.
გიორგი გიორგაძე: არაერთი კვლევისა და საზოგადოების განწყობის საფუძველზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ ,,ქართული ოცნება” ამ არჩევნებსაც დამაჯერებლად მოიგებს. რადიკალები კი, ,,თბილისი პრაიდის” იმედად დარჩებიან გარეთ და იქიდან შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტების რყევას, როგორც სჩვევიათ ხოლმე.
მოგეხსენებათ, გუშინ რადიკალურ ძალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ,,თბილისი პრაიდს” ერთობლივი მარში ჰქონდათ, სადაც 15 000 ათასი მომხრის გამოყვანაც კი, ვერ მოახერხეს, მაშინ როცა მხოლოდ ბათუმში 50 000-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა ,,ქართულ ოცნებას” გვერდით.
სიმართლე გითხრათ, დღეს მხოლოდ ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ, ან ვირჩევთ მშვიდობას, განვითარებას და თავისუფლებას, ან ომს, ქვეყნის ღალატს და უბედურებას.
გიორგაძემ ,,ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიან სისხლიან და ძალადობრივ რეჟიმზეც ისაუბრა. კერძოდ, ,,ნაცების” ბელად პატიმარ სააკაშვილზე და აგვისტოს ომის დანაშაულებებზე.
გიორგი გიორგაძე : მოგეხსენებათ, მეორე მხარეს დგას ძალა, რომელმაც 9 წელი მონური მორჩილებით აკეთა ანტიეროვნული საქმეები. როგორც რუსული, ასევე სხვა გარე ძალების დაკვეთით დაკარგა ტერიტორიების 20% , რომელსაც ქვა-ღორღის გროვას უწოდებდნენ. გააჩუქა კოდორი და გარეჯი. საომარი მოქმედებების დაწყება დააბრალა საკუთარ ქვეყანას თავისივე მიწაზე. მხარს უჭერდა რუსეთს ყველა მიმართულებით საერთაშორისო ასპარეზზე, 33 ლარად გაყიდა რუსულ კომპანიებზე 33 სტრატეგიული ობიექტი, რომლის მეშვეობითაც შეგვეძლო დღეს ენერგო დამოუკიდებელი ქვეყანა ვყოფილიყავით და ქართულ ბაზარზე შემოიყვანა რუსული კომპანიები და სრული მონოპოლია მისცა. ასევე, ანგრევდა ტაძრებს, ქუჩაში იქნენ დახოცილი ახალგაზრდები, საპატიმროებში წამებით ხოცავდნენ ახალგაზრდა ბიჭებს, 300 000 პირი იხდიდა სასჯელს, მოკლედ არ არსებობს ადამიანი, ვისაც საკუთარ ზურგზე ერთხელ მაინც არ აქვს ,,კალიდორი” გადატანილი. მოსპეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რასაც 40 მედია საშუალება და ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც ღირებული იყო.
დღეს მოდაშია რუსისა და მონის ძახილი და რუსებს ეძახიან იმ ადამიანებს, ვინც 5 საერთაშორისო სასამართლო მოუგო მაძთ და დააკისრა კომპენსაციის გადახდა იმ ქართველებისთვის, ვინც მათ დროს სატვირთო თვითმფრინავებით გამოაძევეს ქვეყნიდან.
ჩვენმა რესპონდენტმა ვრცლად ისაუბრა ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებაც.
გიორგი გიორგაძე : ,,ქართულმა ოცნებამ” ევროპულ გზაზე მიაღწია რატიფიცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას და კანდიდატის სტატუსს. რეალურად რომ ვთქვათ, თუ რაიმე ნაბიჯი გადაგვიდგამს ევროპულ გზაზე, ეს ბოლო 12 წლის მანძილზე მოხდა.
სხვათა შორის, არც მიკვირს რადიკალების ქცევა, წარსულშიც ასეთები იყვნენ, ერთი წუთითაც არ შეცვლილან. მეტიც, მეტად გავეშებულები ცდილობენ ძალაუფლების მოხვეჭას, რომ იმ ხალხსაც გაუსწორდნენ, ვინც დარჩა მათი რეპრესიებს მიღმა. მე და ჩემს სამეგობროს ადრეულ ასაკში გვაქვს გადატანილი მათი რეჟიმი. ჯერ კიდევ 15 წლის ბავშვი ვიყავი, როცა პირველად დამაკავეს თეთრი ყელსახვევის ტარების გამო.
დღეს ეს ხალხი ცდილობს თავი წარმოაჩინოს ევროპულ ძალად, ხოლო რუსული ინტერესების მატარებლად ის ხელისუფალი, რომელსაც დღემდე უწევს მათი დაგროვილი ნაგვის გატანა და მათ მიერ წართმეული ქონებების დაბრუნება მოქალაქეებისთვის ან კომპენსაციების გადახდა ამა თუ იმ საქმეზე. ასეთი ქეისი ათასობითაა.
,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ადამიანის უფლებები მაქსიმუმ ნიშნულზე იქნა აყვანილი. პირველი რაც გაკეთდა, ეს იყო საყოველთაო ჯანდაცვა, რომ ყველას მისცემოდა საშუალება ესარგებლა სადაზღვეო პაკეტით და ელემენტარული ოპერაციები, თუნდაც შულტირება ან სტენდირება არ ყოფილიყო სასიკვდილო განაჩენი. ადამიანებს დაუბრუნდათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. შეიქმნა სოფლის მხარდამჭერი პროგრამები. სახელმწიფოს მიერ დასუბსიდირებული იქნა 600-ზე მეტი საწარმო და მუდმივად ეწყობა ხელი ქართული პროდუქციის წარმოებას. უფასო გახდა სკოლამდელი დაწესებულებები, სკოლებში წიგნები, განსაკუთრებით საჭირო ფაკულტეტები უნივერსიტეტში, ათი ათასობით სტუდენტი იქნა გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად გაგზავნილი და არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, იმდენი კარგი რამ იქნა გაკეთებული 12 წლის მანძილზე. ამის ჩამოსათვლელად ერთი ინტერვიუ კი არა, ალბათ ერთი დღეც არ მეყოფა.
–ბოლო პერიოდში გახშირდა, როგორც აშშ-დან, ისე დასავლეთიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები. რა კომენტარს გააკეთებდით ?
-რაც შეეხება საგარეო ჩარევებს, ევროპარლამენტი შედგება 720 დეპუტატისგან და არა 10 ,,გიჟი მანტასისგან”, რომლებიც კეზერაშვილს ქართველი ხალხისთვის ნაძარცვი ფულით ჩამოჰყავს და აგინებინებს პატრიარქს. სულ ვამბობ, რომ ისინი მმართველი გუნდის კი არა, ჩვენი ქვეყნის ოპოზიციაა. იხდიან ფულს საკუთარი ქვეყნის დამცირებისთვის. ასევე, კაბინეტ -კაბინეტ დარბოდნენ, რომ მხარი არ დაეჭირათ ჩვენთვის კანდიდატი ქვეყნის წევრის სტატუსის მისაღებად. ახლა კი დარბიან და უცხოელ პარტნიორებს ეხვეწებიან უვიზო მიმოსვლა შეაჩერეთ, იქნებ ამ მეთოდით მაინც დავიბრუნოთ ძალაუფლებაო. და ამ ყველაფერს იცით ვინ აკეთებს ? სულ 7 თვის წინ ევრონესტის რეზოლუციაში მხარი, რომ არ დაუჭირა დეოკუპაციის აქტს და საქართველოს სწრაფ ინტეგრაციას ევროპაში. ამ ხალხთან გვაქვს საქმე და ამ ყველაფერს კარგად ხედავს და აცნობიერებს ქართველი ხალხი. სწორედ ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორებთ მათ თავიანთი განშტოებებიანა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთ.
ირაკლი გუნია





