• September

    5

    2023
  • 97
  • 0
სალომე სამადაშვილი – „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა, რუსული დავალებაა, რომ მორიგი დაბრკოლება შეექმნას ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად

სალომე სამადაშვილი – „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა, რუსული დავალებაა, რომ მორიგი დაბრკოლება შეექმნას ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, არის რუსული დავალება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მორიგი დაბრკოლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა, ეს არის რუსული დავალება, რომ მორიგი დაბრკოლება შეექმნას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასევე, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა იმ ფაქტიდან, რომ დღეს თუ ვინმეს გადაყენებას უნდა ითხოვდეს საპარლამენტო უმრავლესობა, ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც შოვის ტრაგედია დაუშვა და რომელიც დღემდე არ აპირებს არანაირი ნაბიჯების გადადგმას, რომ გამოიძიოს რა მოხდა და რა უნდა შეიცვალოს მომავალში, რათა ჩვენ მსგავსი ტრაგედიები ავიცილოთ. ხელისუფლება თუ ვინმეს გადაყენებას უნდა ითხოვდეს, უნდა ითხოვდეს პრემიერ-მინისტრის გადაყენებას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა და მიზანმიმართულად აგრძელებს იმის კეთებას, რომ საბოტაჟი მოუწყოს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების პროცესს, მათ შორის პრეზიდენტის ევროპული ვიზიტების დაბრკოლების გზით”, – განაცხადა სამადაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor