• October

    22

    2024
  • 89
  • 0
თბილისის იუსტიციის სახლში ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნა

თბილისის იუსტიციის სახლში ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი დასრულებულია. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი სისტემაში სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ახალგაზრდებთან ერთად გახსნა.

სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი ქართული ინოვაციაა, რასაც ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს – ის პირველია, რომელიც დამთვალიერებელს ქართული სამართლის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცნობს; ამას გარდა, ექსპოზიცია ჰოლოგრამული, ციფრული ფორმატის გამოსახულებებით არის წარმოდგენილი, რაც, აგრეთვე, სიახლეს წარმოადგენს.

მუზეუმში ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ქართული სამართლის განვითარების ძირითადი ეტაპები; ისტორიული ფიგურები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამ საქმეში; უძველესი სამართლის ძეგლები, საგანმანათლებლო კერები, ყველაფერი ის, რაც წარმოაჩენს ქვეყნის სამართლებრივი კულტურის უნიკალურ ბუნებას. მუზეუმი დამთვალიერებლებს მდიდარ და მრავალფეროვან ინფორმაციას აწვდის, აგრეთვე, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ. ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმის გახსნას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, სამართლის დარგის სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor