
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებასა და სამართალდამცავ ორგანოებს სიფრთხილისკენ მოუწოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო შეაფასა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით ამ არჩევნებზე უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა.
პრემიერი ასევე ამბობს იმასაც, რომ ,,ქართულ ოცნებას” 60%-იანი რეიტინგი აქვს, რომლითაც ის გაიმარჯვებს და ქვეყანაში მრავალწლიან სამშვიდობო პოლიტიკას გააგრძელებს.
პრემიერმა ასევე გააკეთა კომენტარი რადიკალური ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებების მხრიდან პირადობის მოწმობების თემაზე ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით. როგორც კობახიძე ამბობს, რადიკალებს ეს სკანდალი ჩაუვარდათ, რომლის მიზანი საარჩევნო პროცესის დაზიანება და საზოგადოების მოტყუება იყო.
კობახიძემ ასევე ისაუბრა პრეზიდენტის ე.წ ,,ქართულ ქარტიასა” და ტექნიკური მთავრობის ფორმირებაზე.
კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტი უახლოეს ერთ თვეში იმპიჩმენტით იქნება გადაყენებული.
ირაკლი კობახიძემ კომენტარი ასევე მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა და რადიკალების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა, საზოგადოებას და სამართალდამცავ ორგანოებს კი, სიფრთხილისკენ მოუწოდა.
პრემიერმა ასევე შეაფასა ბოლო პერიოდში დასავლელი ლიდერების მხრიდან ხელისუფლების მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებები, რომლებიც კობახიძემ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში უხეშ ჩარევად შეაფასა და დასავლელ ლიდერებს მოუწოდა, არ ჩაერიონ საქართველოს საარჩევნო პროცესში, რადგან პრემიერის თქმით, ეს დააზიანებს საარჩევნო პროცესს.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





