• October

    22

    2024
  • 79
  • 0
ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო გარემოს გამოწვევებზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო გარემოს გამოწვევებზე საუბრობს

გადამწყვეტ არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე, დასავლეთიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა ტელეკომპანია ,,იმედი”-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და პარტიის საპატიო თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

,,ჩვენ არავისთვის ვიღწვით, არც დასავლეთისთვის და არც რუსეთისთვის. ჩვენ ვიღწვით ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ვერაფრით გაუცნობიერებიათ”, -ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ასევე ეხმაურება თაღლითი მამუკა ხაზარაძის მიერ, ამომრჩევლის მოტყუებას, როცა ის ელექტორატს გამარჯვების შემთხვევაში 1000 ლარიან პენსიას ჰპირდება.

ბიძინა ივანიშვილი ხაზარაძის ამ დაპირებას უსინდისო ტყუილს უწოდებს.

ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, მათ ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის არანაირი რესურსი არ აქვთ, თუმცა როგორც ივანიშვილი ამბობს, საზოგადოება მაინც ფხიზლად უნდა იყოს.

,,იმედი,,-თვის მიცემულ ინტერვიუში მმართველი პარტიის დამფუძნებელი გიორგი გახარიაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი გახარია და მის გვერდით მდგომი ადამიანები გასამართლდებიან.

ივანიშვილის თქმით, აქვთ კონკრეტული მტკიცებულებები, თუ რას აკეთებდა და რა მიზნით გიორგი გახარია. და როგორ ცდილობდა ,,ნაციონალურ მოძრაობის” დახმარებას, რომ ქვეყანა მეორე ფრონტში ჩაეთრიათ.

ინტერვიუში ივანიშვილმა მმართველი პარტიის მიერ მიღებულ ეროვნული მნიშვნელობის მქონე კანონზე ისაუბრა, რომელიც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას ისახავს მიზნად და რომელსაც რადიკალებისა თუ მათი მხარდამჭერი დასავლეთისგან კრიტიკა მოჰყვა.

ინტერვიუში ივანიშვილი რადიკალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობს და ამბობს, რომ არჩევნების შემდგომ, რადიკალებმა შესაძლოა, ხორავას ქუჩის მსგავსი ტრაგედიით საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირონ, რათა ქვეყანაში ქაოსი შექმნან.

ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ახსენა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში ,,ქართული ოცნების” გამარჯვება. როგორც ის ამბობს,  ,,ნაცმოძრაობა”არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.

ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს დროს განსაკუთრებული აქცენტი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე გააკეთა.

,,ყველაფერი კარგად, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, მაგრამ უახლოეს მომავალში იქნება მძიმე დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარებაა მოსალოდნელი. რთული რეალობაა მთელს რეგიონში და ამას აუცილებლად ანგარიში უნდა გავუწიოთ”, -განაცხადა მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ბიძინა ივანიშვილმა ,,იმედი”-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მოამზადა ირაკლი გუნიამ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor