• October

    23

    2024
  • 91
  • 0
რატომ არ ეხმაურება აშშ და ევროკავშირის ელჩი რადიკალების მხრიდან ,,ქართული ოცნების” ბულინგსა და შეურაცხყოფას ?

რატომ არ ეხმაურება აშშ და ევროკავშირის ელჩი რადიკალების მხრიდან ,,ქართული ოცნების” ბულინგსა და შეურაცხყოფას ?

ის რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, ეს კონსტიტუციითაა გარანტირებული, თუმცა ამ შემთხვევაში ის, რაც ქვეყნის მთავარ კანონში წერია საწინააღმდეგოა რადიკალებისთვის.

ბოლო დღეებში მმართველი პარტიის საარჩევნო რგოლის ირგვლივ, აჟიოტაჟი რადიკალების მხრიდან არ წყდება. კლიპი, სადაც სპორტსმენები, მომღერლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, რადიკალების მხრიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ.

,,ქართული ოცნების” კლიპში ასევე, არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები: კაკაბაძე, კვიტეიშვილი, გველესიანი და ლორჩოშვილი, რომელთა კლიპში გამოჩენას რადიკალებისგან ბულინგი და შეურაცხყოფა მოჰყვა.

სწორედ ბულინგისა და გახშირებული შეურაცხყოფის ფაქტებს გამოეხმაურა ოლიმპიური ჩემპიონი და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ერთ-ერთი ნომერი ლაშა ტალახაძე,

,,ის სიტყვები, რასაც ,,ნაცები” ხარჯავენ, ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს და ამ ყველაფრისთვის ჩვენი პასუხი 26 ოქტომბრის გამარჯვება იქნება”, – განაცხადა ტალახაძემ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერისა და საკუთარი მოქალაქეობრივი აზრის გამოხატვის გამო, ბულინგის ფაქტს არ გამოხმაურებიან საქართველოში აშშ-ს და ევროკავშირის ელჩები, რომლებიც მუდმივად დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე აკეთებენ აქცენტს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor