• October

    23

    2024
  • 89
  • 0

თაღლით და მევახშე ხაზარაძის ,,ლელო”-ში მორიგმა სკანდალმა იფეთქა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო

თაღლით და მევახშე ხაზარაძის ,,ლელო”-ში მორიგმა სკანდალმა იფეთქა – დაკავებულია პარტიის საარჩევნო სიის 52-ე ნომერი დავით ფერაძე.

ფერაძეს ბრალად რამდენიმე დღის წინ თბილისში ტრასგენდერი ქალის ნატა ტალიკიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა ედება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრასგენდერ ქალს მისთვის უცნობმა მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ტრასგენდერ ქალს ,,ლელო”-ს წევრმა თავში აგური ჩაარტყა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

რაც შეეხება დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

,,GEO NEWS” ნატა ტალიკაშვილს დაუკავშირდა.

,,არ ვიცი ვინ არის დავით ფერაძე, არც ის ვიცი რას საქმიანობს. ,,ლელო”-მაც დაწერა ფეიჯზე სტატუსი და აქედან გავიგე მეც მისი ვინაობა”,- გვითხრა ტალიკაშვილმა.

ავტორი ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor