• October

    23

    2024
  • 84
  • 0
,,ქართული ოცნების” დასკვნით საარჩევნო ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილმა მყარად დაადასტურა მოღალატე ოპოზიციის გასამართლების საჭიროება

,,ქართული ოცნების” დასკვნით საარჩევნო ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილმა მყარად დაადასტურა მოღალატე ოპოზიციის გასამართლების საჭიროება

თავისუფლების მოედანზე ,,ქართული ოცნების” დასკვნითი საარჩევნო ღონისძიება დასრულებულია.

შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს სცენიდან მმართველი პარტიის ლიდერებმა საკუთარი პოზიცია გააცნეს.

საზოგადოებას ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, საპატიო თავჯდომარემ და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა, რომელმაც ამომრჩეველს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ივანიშვილმა ისაუბრა მმართველი პარტიის გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას მხოლოდ ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით გულისხმობს.

თავის გამოსვლაში ივანიშვილმა გაიხსენა 2012 წლამდე ქვეყანაში წინა ხელისუფლების დროს არსებული ვითარება:

წნეხი, შანტაჟი, წართმეული ქონებები და თავისუფლების ხელყოფა.

თქვა ისიც, რომ მმართველი პარტია აქტიურად გააგრძელებს 2012 წლის 1 ოქტომბერს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაანონსა, რომ გასამართლდება ყველა ის ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა, რომელმაც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება გაიხსენა და ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის როლზეც ისაუბრა.

თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის მხარდამჭერ დასკვნით ღონისძიებას რეგიონებიდანაც შემოუერთდნენ.

დამონტაჟებული იყო ორი სცენა. ერთი სცენიდან მოქალაქეებს მმართველი პარტიის ლიდერემბა მიმართეს, ხოლო მეორე სცენიდან ღონისძიების დაწყებამდე მოქალაქეებისთვის სხვადასხვა შემსრულებლების მხრიდან მუსიკალური ნომრები შეასრულდა.

საზოგადოებას მიმართა დედაქალაქის მერმაც კახა კალაძემ, რომელმაც პირველი ოქტომბრიდან დღემდე ხელისუფლების მხრიდან გატარებულ რეფორმებზე, მმართველი პარტიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და დასავლეთიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში უხეშ ჩარევაზე გაამახვილა ყურადღება.

შეკრების შემდგომ იმედიანი და ხალისიანი განწყობა ათიათასობით მხარდამჭერმა სახლში წაიღო, რათა 26 ოქტომბერს საკუთარი იმედებით და მშვიდობის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ დაადასტურონ მაღალი საზოგადოებრივი შეგნება და მხარი დაუჭირონ საქართველოს სუვერენიტეტის გარანტს ,,ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”. 

მოამზადა ირაკლი გუნიამ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor