• October

    25

    2024
  • 76
  • 0
წინასაარჩევნო ,,ციებ-ცხელება” გადამწყვეტ ფაზაში შედის

წინასაარჩევნო ,,ციებ-ცხელება” გადამწყვეტ ფაზაში შედის

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოლარიზაცია სულ უფრო ღრმავდება.

ხელისუფლება არჩევნების მოგებაში დარწმუნებულია. ამას უფრო მეტად ამყარებს ბოლო კვლევები, სადაც ,,ქართულ ოცნებას”  მხარს მოსახლეობის 60 %-ზე მეტი უჭერს.

სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევლენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლექტიური ,,ნაცმოძრაობა” არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.

თავისმხრივ, გამარჯვების იმედი აქვს რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა სინამდვილეში მოახლოებული მარცხის შესახებ კარგად უწყიან. ისიც იციან, რომ საზოგადოებას არ დავიწყებია მათი სისხლიანი მმართველობა.

ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით ევროპისკენ – ასე ხედავს ,,ქართული ოცნება” ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და საქართველოს გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკას.

ის რომ რადიკალებისთვის მარცხი გარდაუვალია ახალი არაა. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია მარცხის შემდეგ, დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადება, რომლის მიზანი ამჯერადაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ქუჩის მასობრივი და ძალადობრივი დემონსტრაციული პროცესების წარმართვაა. ამ ყველაფერ ხელს უწყობს ე.წ პრეზიდენტი თავისი ,,ქართული ქარტიით”, რომელიც ტექნიკურ მთავრობას აყალიბებს. და რისთვის სჭირდება ეს პრეზიდენტს ? პასუხი მარტივია – სალომე ზურაბიშვილიც რადიკალების მხარეს დგას და განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას და ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მხარდაჭერას.

წინასაარჩევნოდ არსებული პოლარიზაცია სულ უფრო გაზარდა დასავლეთმა, რომელიც უხეშად ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში და ცდილობს გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე.

დასავლეთის მთავარი მიზანია, რომ საქართველო ბრიუსელიდან იმართებოდეს. ერთია რა სურს დასავლეთს და რადიკალებს და მეორეა, რა სურს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გაგრძელდეს რეფორმები და ქვეყნის მრავალწლიანი სამშვიდობო პოლიტიკა უცვლელი იყოს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor