
,,ქართული ოცნების” გულშემატკივარი ნათია ოყრეშიძე საქართველოსა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის ამომრჩეველს მმართველი გუნდის გარშემო კონსოლიდირებისკენ მოუწოდებს
,,GEO NEWS” გთავაზობთ მმართველი პარტიის ერთ-ერთი მხარდამჭერის ნათია ოყრეშიძის უმძიმეს პოზიციას, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში ვრცლად საუბრობს, თუ რატომ უნდა გაიმარჯვოს გადამწყვეტ არჩევნებში მმართველმა პარტიამ.
ნათია ოყრეშიძე : მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვრონ და მშვიდობა და საქართველოს განვითარება მხოლოდ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებშია შესაძლებელი.
ნათია ოყრეშიძე გადამწყვეტს უწოდებს, სახელისუფლებო გუნდის მიერ ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” მიღებულ კანონს.
ნათია ოყრეშიძე : ქალს ქალის ადგილი უნდა ჰქონდეს, კაცს – კაცის. შესაბამისად, ამ კანონით ყველაფერს თავისი ადგილი მიეჩინება და აღრევა აღარ იქნება. ქვეყანაში მომძლავრებულია ,,ლგბტ” პროპაგანდა, რაც პრობლემურია.
ნათია ოყრეშიძემ მმართველი პარტიის მიერ პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის ფონზე მიღებული ,,უცხოური გავლენის გამჭირვალეობის” შესახებ კანონის აუცილებლობაზეც ისაუბრა
ნათია ოყრეშიძე: ჩემთვის მნიშვნელოვანია გამჭირვალეობის კანონი, რადგან უცხოეთიდან შემოსული თანხები ქვეყნის დესტაბილიზაციაში და მორალური ფასეულობების ნგრევაში არ იხარჯებოდეს. და ქვეყნის განვითარებას ხმარდებოდეს.
ნათია ოყრეშიძე მმართველი პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზეც გვესაუბრა.
ნათია ოყრეშიძე : ამ ღონისძიებაზე საქართველოს ერთობა დავინახე. ე.ი. ახალგაზრდა თაობა სწორად აზროვნებს და არ არის აყოლილი პროპაგანდას, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ,,ნაცმოძრაობა” და ,,გირჩი” ეწევა. აქციამ კვლავ დამანახა, რომ ,,ქართულ ოცნება”-სთან ერთად საქართველო ღირსეულ განვითარებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას მოიპოვებს.
ყველას გთხოვთ, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღოდ 26 ოქტომბერს მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი და ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის 41 გავაფერადოთ. და საბოლოდ, დავასრულოთ ,,ნაცხროვა”, როგორც პოლიტიკური პარტია.
ირაკლი გუნია
,,GEO NEWS”





