
,,GEO NEWS” ქართულ საზოგადოებას მიმართავს
გვსურს საგანგებო განცხადებით გამოვეხმაუროთ გადამწყვეტ არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე საათს :
ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ამომრჩეველს საარჩევნო უბნებთან მობილიზებისაკენ და სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერისაკენ მოვუწოდებთ.
ჩვენი მედიის ღიად გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკით, ამ რეფერენდუმად შეფასებულ არჩევნებში ,,ქართული ოცნების” გამარჯვება მნიშვნელოვანი და აუცილებელია. იმისთვის რომ, ქვეყანაში შენარჩუნდეს გრძელვადიანი სამშვიდობო პოლიტიკა და გაგრძელდეს სტაბილური ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის.
საზოგადოებას კარგად გვახსოვს წინა ხელისუფლების ძალადობრივი და სისხლიანი რეჟიმი. ჩვენი მედიის თითოეული წევრი სრულიად ემიჯნება კოლექტიურ ,,ნაცმოძრაობას” და კიდევ ერთხელ უცხადებს მმართველი პარტიის მშვიდობის პოლიტიკას ურყევ მხარდაჭერას.
26 ოქტომბერს თქვენი ინფორმირებული არჩევანისათვის ჩვენი გუნდი დილიდან საღამომდე საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ,,GEO NEWS” დღის განმავლობაში ეფექტურად მოგაწვდით სანდო, გადამოწმებულ, კომპეტენტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას.
რა გინდ აჟიტირებულიც არ უნდა იყოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ,,ევროპული ილუზიებით” , ჩვენ ბოლომდე ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე აკისრია, შესაბამისად, ჩვენი საქმიანობა მიმართულია სახელმწიფოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების ხელშეწყობისაკენ, ვინაიდან ჩვენ უპირველესად სახელმწიფოს ვემსახურებით და მის ინტერესებს ვიცავთ.
,,GEO NEWS”





